Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გოგა კიკილაშვილის მონოგრაფიის პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის - გოგა კიკილაშვილის ავტორობით გამოცემული მონოგრაფიის „შრომითი დავის გადაწყვეტის მექანიზმები, როგორც დასაქმებულის უფლებების დაცვის ეფექტიანი საშუალება (გერმანულ-ქართული შედარებითი ანალიზი)“ პრეზენტაცია გაიმართა.

 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები და დარგის ექსპერტები, ასევე საპატიო სტუმრები საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროდან, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მოსამართლეები, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის და სსიპ იუსტიციის სახლის წარმომადგენლები.

 

მონოგრაფია შესრულებულია ქართველ მკვლევართა მობილობის პროგრამის (GRMP) ფარგლებში ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის შრომის სამართლის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ბაზაზე (ფრანკფურტი ოდერზე, გერმანია).  პროექტში მკვლევართან ერთად ჩართული იყო 6 სახელმწიფოდან 21 ექსპერტი, მათ შორის სამივე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეები, დარგის პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები და მედიატორები.

 

ნაშრომის ძირითადი ნაწილი ეთმობა ინდივიდუალურ შრომითი დავების განხილვის მექანიზმების ეფექტიანობის თაობაზე შედარებით ანალიზს, რის საფუძველზეც საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების გათვალისწინებით შემშავებულია პრაქტიკული რეკომენდაციები. მონოგრაფია განკუთვნილია დარგის მკვლევარების, პრაქტიკოსი იურისტების და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის.

თარიღი: 24/07/2025